იყიდება 4 ოთახიანი ბინა საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას ქ.N12-ში (ყოფილი ჯიქიას ქ.), მაგთის ოფისის წინ, თანამედროვე, “თეთრი კვადრატის” (W2) კორპუსში. ბინა შედგება 1 სტუდიოს ტიპის მისაღებისგან, გამოყოფილი სამზარეულოსგან, საკუჭნაოსგან, 3 საძინებლისგან, 1 აივნისგან (რომელიც გარს ეკვრის 3 ოთახს), 2 სველი წერტილისა და ჰოლის ადგილისგან.
კორპუსში დამონტაჟებულია "MITSUBISHI"-ის ლიფტები; იქნება 24 საათიანი კამერები; დაცვა; კონსიერჟი; გამწვანებული ეზო; სახანძრო სისტემები და წყლის ტუმბოები, დამაფონი; გენერატორი/უწვეტი დენი.
ბინა სრულად იხედება არა გზისკენ, არამედ წყნეთის მთებისკენ, წინ გარანტირებულად არაფერი აშენდება. ირგვლივ არის ყველანაირი საჭირო ობიექტი: პარკი, აფთიაქი, ხილ-ბოსტნის მაღაზია, სუპერმარკეტები, ავტობუსის გაჩერება. კორპუსი არის ცენტრალურ გზასთან 1 წუთის ფეხით სავალზე და მეტრო უნივერსიტეტთან - 5 წუთის ფეხით სავალზე.
ბინა უკვე დასრულებულია მწვანე კარკასის მდგომარეობით, შეიძლება რემონტის დაწყება, მასალას აიტანთ ლიფტით, კორპუსზე დარჩენილია მცირე ფასადის სამუშაოები. ბინის საკადასტრო კოდი - 01.14.05.008.394.01.01.195. ბინა იპოთეკით არაა დატვირთული და კომპანიის წინაშე სრულადაა თანხა გადახდილი.
ზუსტად ბინის კარის სისწორეზე (ლიფტის გვერდით) ასევე ნაყიდი მაქვს პარკინგი (არასტანდარტული, დიდი ზომის 17.30 კვ.მ.), სურვილის შემთხვევაში, ბინასთან ერთად გავყიდი პარკინგსაც 15 000 დოლარად. დაინტერესების შემთხვევაში, დამიკავშირდით, ვარ მეპატრონე.