იყიდება პროექტ "თეთრ კვადრატში" 2-საძინებლიანი კუთხის ბინა, რომელსაც არსებული გეგმარებით აქვს იზოლირებული სამზარეულო და საგარდერობე ოთახი. კორპუსის მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს სადარბაზოს მოწესრიგება. ბინა ბარდება თეთრი კარკასის კონდიციით, თუმცა დამატებითი ბენეფიტებით:
გაყვანილი გათბობის სისტემა (რადიატორებით და ქვაბით)
სან-კვანძებში დამონტაჟებული საშრობი
ყველა ოთახში ელ. წერტილების გაყვანილობა წინასწარ შეთანხმებული ნახაზის მიხედვით
ყველა ოთახში მოწყობილი თაბაშირ-მუყაოს ჭერი
პარკინგის ადგილი
ახალი საცხოვრებელი სახლი თბილისში, საბურთალოს რაიონში, შარტავას ქუჩაზე შენდება. პროექტს აქვს ხელსაყრელი მდებარეობა, იგი განსაკუთრებით საინტერესოა აქტიური ცხოვრების მოყვარულებისთვის. ასევე მათთვის ვინც ფიქრობს ბინის საინვესტიციოდ თუ გასაქირავებლად შეძენას.
ბინები სხვადასხვა საჭიროებებზეა მორგებული: ახალი ოჯახებისთვის, გასაქირავებლად, საინვესტიციოდ, სტუდენტებისა თუ დიდი ოჯახებისთვის. საცხოვრებელი ბინის ფართები იწყება 62 კვ. მ.-დან.
სახლი აღიჭურვება გენერატორით, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, სასმელი წყლის ტუმბოების, ლიფტების, პარკინგის, კორიდორების, საზოგადოებრივი სივრცის და შიდა ეზოს საევაკუაციო და ავარიულ განათებას.
მოეწყობა როგორც ღია, საერთო სარგებლობის, ასევე დახურული ავტოსადგომები სახლის ქვეშ.
სახლების გარე და შიდა კედლები შენდება ბლოკით, რომელსაც გააჩნია თბოსაიზოლაციო თვისებები. ამ მასალით აშენებული კედელი ოთახის ტემპერატურას უფრო დიდხანს ინარჩუნებს და ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს. სახლებში დაყენებული ალუმინის ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარაც ენერგოეფექტურია.
ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ 24 საათთ ადრე
🔑ეკატერინე