ქირავდება კერძო სახლი, ოქროყანაში, აუზით, ბუხრით. ახალი გარემონტებული, ენერგო ეფექტური. სახლი მდებარეობს თავისუფლების მოედნიდან 6 კმ-ში, მთაწმინდის პარკთან ახლოს, ცენტრალური გზიდან 50 მეტრში. გამწვანებული და მსხმოიარე ხეხილით. 2 სველი წერტილი, ორი დერეფანი, 4 დამოუკიდებელი საძინებელი, ყველა საძინებელს აქვს საკუთარი აივანი, დამოუკიდებელი სამზარეულო, მისაღები ოთახი, საიდანაც გადიხარ დახურულ ტერასაზე. სახლი აღჭურვილია ჩაშენებული ტექნიკით.