GRIGOLETI SUNNYHOUSE - მდებარეობს ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში ზღვის სანაპიროზე ფიჭვნარში, ზღვიდან 80 მეტრში. თქვენს განკარგულებაშია ორსართულიანი სახლი ევრორემონტით, ავეჯით, თეთრეულით, ელექტრო ტექნიკით, ცივი და ცხელი წყლით; ბუნებრივი აირით. სტუდიოს ტიპის მისაღებით/სამზარეულოთი, ბუხარი; პირველ სართულზე 2 საძინებლი და 1 სველი წერტილი; მეორე სართულზე 2 საძინებლი და 1 სველი წერტილი. პირველ სართულზე დამონტაჟებულია სარეცხი მანქანა. შემოღობილი საკუთარი ეზო გამწვანებით, ბუხარი სამწვადე მაყალი. ეზოში ასევე დგას ფანჩატური, საქანელები და ბატუტი. ბავშვებს შეუძლიათ გაერთონ საკუთარ მინი-სტადიონზე. სამზარეულო აღჭურვილია ყველა საჭირო ჭურჭლით და ტექნიკით. ფანჯრებზე დამონტაჟებულია მწერებისგან დამცავი ბადეები. სახლში ფუნქციონირებს კაბელური ტელევიზია და ინტერნეტი. ერთდროულად შესაძლებელია 12 სტუმრის მიღება. სახლიდან 20 მეტრის მოშორებით ფუნქციონირებს ოჯახური კაფე-რესტორანი "აფხაზეთი" უგემრიელესი კერძებით. დაჯავშნა მინიმუმ 5 ღამე. ტელ: +995 577344123