იყიდება 2 სართულიანი კაპიტალური სახლი სოფელ მარტყოფში. მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 630 კვ. მ, ელექტროენერგია, წყალი და გაზი შეყვანილია. სახლი გარედან ახალი გალესილია კაპიტალურად. ორივე სართულზე ჩასმულია რკინის კარებები და მეტალოპლასტმასის ფანჯრები. შიგნიდანაც გალესილია გაჯით. სახლი უცხოვრებელია (განსაზღვრული იყო სააგარაკოდ). პირველ სართულზე გაკეთებულია რკინის გისოსები. ნაკვეთში გაკეთებულია 5 მეტრიანი ორმო კანალიზაციისთვის. სველი წერტილებისთვის გამზადებულია ფართი, მაგრამ არაა ბოლომდე დასრულებული (დარჩენილია გაყვანილობის მოწყობა და სანტექნიკის დამონტაჟება). სოფელში ჩატარდა აქტიური სამუშაოები (სისტემის დაქსელვა) სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად. სახლთან უკვე მიყვანილია წყლის აღმრიცხველი (წყალი მოდის). ასევე, თითქმის სახლამდე დაგებულია ბეტონის გზა