შემოთავაზებები

ნებისმიერ პლატფორმაზე თუ გაგიუქმდა ჯავშანი, MYHOME საკუთარი რესურსებით დაგეხმარება ხელახალი ჯავშნების მიღებაში. 
გსურს შენი განცხადება მოხვდეს ამ სივრცეში?
მაშინ, შეავსე მარტივი ფორმა
View all

იქირავე დღიურად

MYHOME გირჩევთ

სვანეთი

ადგილი, სადაც ღრუბლებს ზემოთ იქნები სულაც არაა შორეული ოცნება. საუნჯე სახელად სვანეთი კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღლა დასახლებული რეგიონია. აქ ნახავ ჩვენი ქვეყნის 10 უმაღლეს მწვერვალს.

სვანეთში ჩასვლისთანავე მიხვდები, რომ შუასაუკუნეების ზღაპარში ამოყავი თავი. 240 კოშკი და ყველა მათგანის გასაოცარი ისტორია გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებს.

საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი მხარე სავსეა წარუშლელი შთაბეჭდილებების მქონე ადგილებით, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო: მესტია, უშგული, ქორულდის ტბები, უშგულის ლამარია, შდუგრის ჩანჩქერი, ჭალადის მყინვარი, გულის უღელტეხილი, ჭუბერისა და ნასკრას ხეობები.

არ დაგავწიყდეს ზურულდის მთაზე ასვლა, საიდანაც წელიწადის ნებისმიერ დროს უნიკალური ხედი იშლება უშბის მთებით, თეთნულდის თეთრი კალთებითა და კავკასიონის ხედით.

სამზარეულო

სვანეთის ბოლომდე შესაგრძნობლად აუცილებლად უნდა დააგემოვნო ვაშლის არაყი, საოცრად გემრიელი ჭვიშტარი და კუბდარი, რომელსაც აქ  განსაკუთრებული რეცეპტით ამზადებენ.

აჭარა

მთისა და ზღვის ჰარმონიული შერწყმა ისეთი გამაოგნებელი არსად არ არის, როგორიც აჭარაში. წარმტაცი პეიზაჟები, მრავალფეროვანი სანაპიროები, კულტურული ძეგლები, ულამაზესი ნაკრძალები, ყველასაგან განსხვავებული სამზარეულო, თვითმყოფადი ტრადიციები, ღიმილიანი და სტუმართმოყვარე ხალხი ერთმანეთს ავსებს და ქმნის აჭარას, რომელიც ასე გვიყვარს. 

თავგადასავლები და შეგრძნებები თუ გწყურია აუცილებლად უნდა ესტუმრო ამ მხარეს. მახუნცეთის ჩანჩქერი, ზვარეს ეკლესია, თამარის თაღოვანი ხიდი, მწვანე ტბა, სხალთის ტაძარი,  გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრე, პეტრასა და ხიხანის ციხეები, კონტრიშისა და ქობულეთს დაცული ტერიტორიები, მტირალასა და მაჭახელას ეროვნული პარკები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი - ეს ის ადგილებია, რომლებიც შეგიძლია აჭარაში მოინახულო. არ უნდა დაგავიწყდეს კურორტ ბეშუმის ნახვა, რომლის ნისლში გახვევა დაგავიწყებს, რომ დედამიწაზე ხარ. თუ მოგზაურობასთან ერთად ექსტრემალური ტურიზმიც გიტაცებს აუცილებლად მოინახულო ზღვის დონიდან 1000 მეტრზე აღმართული საბაგირო, რომელიც ხულოსა და სოფელ თაგოს აკავშირებს. 

მთებში ლაშქრობის შემდეგ შეგიძლია სრული განტვირთვა აჭარის მთავარ ქალაქში, ბათუმში, მოიწყო. მუსიკით რომანტიზმით, ფერებითა და სიხალისით დატვირთული ბათუმი თავს ერთი ნახვით შეგაყვარებს. ყოველი ქუჩა აქ, ახალ შეგრძნებებსა და ემოციებს უკავშირდება.

სამზარეულო

აჭარული სამზარეულო განსაკუთრებით ნოყიერია. აქაური კერძების მთავარი ინგრედინეტი რძის ნაწარმია. აჭარულ ხაჭაპურზე რომ არაფერი ვთქვათ, აუცილებლად უნდა გასინჯო ბორანო, სინორი, აჭარული დაწნული ყველი, კაიმაღი, მალახტო და  ყურუთი.

ბინები აჭარაში

რაჭა

ხეტიალისა და აღმოჩენების მხარე რაჭა გასაოცარ ამბებს მოგიყვება. რაჭაში დატკბები გრილი ტყეებით, ალპური ტბებით, ულამაზესი ჩანჩქერებითა და მომნუსხველი ხედებით. ნისლიან ამინდში შეიძლება ვერც კი მიხვდე რა სიმაღლეზე ხარ და კლდის პირს თამამდ მიუახლოვდე, მაგრამ ნისლი გაიფანტება თუ არა მიხვდები როგორ დაგივლის შიშის ჟრუანტელი, როცა რაჭის ულამაზეს და უძირო მთებს დაინახავ. 

რაჭის სრულიად შესაგრძნობლად მთელი მხარე სოფელ-სოფელ უნდა მოიარო, ძველი ხის სახლები და ვენახები განსაკუთრებულ ისტორიებს ინახავს. 

აცილებლად უნდა ნახო შაორი, რომელიც ერთიანად ლამაზია დანისლულიც და მზიანიც. ხუროთმოძღვრების შედევრი ნიკორწმინდა. სინაგოგა, რომელიც 1855 წელსაა აგებული და ვარშავის სინაგოგის ანალოგია. კურორტი უწერა, სადაც მჟავე წყლებია და რა თქმა უნდა უძირო ტბა ულამაზესი, ცივი, კამკამა, მომწვანო ფერის წყალით და საოცარი, გამჭირვალე ჰაერით. 

რაჭა კულტურული ძეგლების, სიმწვანეში ჩაფლული ჩანჩქერების, ალპური ტბების, მყინვარების და აყვავებული მდელოების სამშობლოა.

სამზარეულო

შთამაგონებელი ბუნების გარდა, რაჭა თავს შეგაყვარებს უგემრიელესი შქმერულით, ქოთნის ლობიოთი, რაჭული ლორითა და ლობიანით. აუცილებლად უნდა დააგემოვნო რაჭველების საამაყო წითელი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ხვანჭკარა.

ბინები რაჭაში

სამეგრელო

უძველესი კულტურა, ისტორიული ძეგლები, მუზეუმები, დიდი და მოვლილი ეზოები, გულღია და სტუმართმოყვარე მასპინძლები, გემრიელი საჭმელი და ზაფხულის დაუვიწყარი გართობა გელოდება თუ მოგზაურობას სამეგრელოში გადაწყვეტ. 

სამოთხე დედამიწაზე ანუ ტობავარჩხილი სწორედ ამ მხარეში მდებარეობს, ლურჯ-ვერცხლისფრად მოლივლივე და საოცრად მშვიდი ტბა. აქედან იღებს სათავეს მდინარე მაგანა, რომელიც ულამაზეს კანიონს და ჩანჩქერს ქმნის ტბის სიახლოვეს ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. სანახაობით დამუნჯებული ნამდვილად იფიქრებ, რომ აქამდე, არც არაფერი გინახავს მსგავსი. 

მომნუსხველი მოგზაურობა უნდა გააგრძელო მარტვილის კანიონითა და დადიანების სასახლით, რომელსაც კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის ულამაზესი დადიანების დროინდელი ბოტანიკური  ბაღი, უნიკალური ჯიშის საუკუნოვანი ხეებით. 

სამეგრელოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქს ნოქალაქევს თუ ესტუმრები, შენდა უნებურად, მითების სამყაროში ამოყოფ თავს. გადმოცემის თანახმად, აქ მდებარეობდა ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა გაიტაცეს ოქროს საწმისი. 

სამეგრელოში მოგზაურობას თუ აგვისტოს ბოლოს გადაწყვეტ და ანაკლიაში ფესტივალზეც შეივლი ელექტორნული მუსიკისა და ენდორფინების ზღვაში აღმოჩნდები.

სამზარეულო

სამეგრელო განსხვავებული კერძებითაც გაგაკვირვებს. ის, რაც აუცილებლად უნდა გასინჯო ღომი, სულგუნი, გებჟალია, ელარჯი და საცივია. სამეგრელო ცნობილია ოჯალეშის ჯიშის ყურძნით, რომლისგანაც ერთ-ერთი საუკეთესო ნახევრად ტკბილი, წითელი ღვინო მზადდება.

ბინები სამეგრელოში

კახეთი

ისტორიულ-კულტურული ძეგლები, მსუყე და მადისაღმძვრელი საჭმელი, მათრობელა ღვინო და უამრავი სახეტიალო ადგილი - ეს არის კახეთი.  

აქ ნახავ საქართველოში სიდიდით მეორე მონასტერს ალავერდს და ევროპის ყველაზე მაღლა დასახლებულ სოფელს ბოჭორმას. რთულია კახეთზე ფიქრი ახალამოვლებული ჩურჩხელისა და წითელი ღვინის გარეშე, მაგრამ შენს ყურადღებას რამდენიმე ღირშესანიშნაობით მივიპყრობთ: იყალთოს მონასტერი, დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, ნინოწმინდასბოდბეხორნაბუჯის ციხე,  ახალი და ძველი შუამთაგრემი და  ნეკრესი, ლოპოტას, ყვარლისა და ილიას ტბები. 

თუ კულტურული შოკი საკმარისი არ არის და გულში სიყვარულიც შემოგეპარა, აუცილებლად უნდა ნახო სიყვარულის ქალაქად წოდებული “სიღნაღი”, რომელსაც  გარს აკრავს 28 კოშკიანი, 4 კილომეტრიანი გალავანი.

კახეთში მოგზაურობისას არ უნდა დაგავიწყდეს წინანდლის სახლ-მუზეუმისა და მისი ბაღის ნახვა, რომელიც უნიკალურია, როგორც მცენარეების მრავალფეროვნებით, ისე დაგეგმარებითაც. ბაღის ფოტოები ნამდვილად დაამშვენებს შენს ინსტაგრამს. 

სამზარეულო

კახეთში ჩასვლისთანავე ჰაერში დატრიალებულ მწვადისა და შოთის სურნელს იგრძნობ, რომლის გასინჯვის გარეშეც კახეთი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვო. მხარე ცნობილია ჩურჩხელითა და ღვინით. მეღვინეობის ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III-II საუკუნეში იწყება და დღემდე კახეთის სავიზიტო ბარათია.

იმერეთი

იმერეთი უძველესი კულტურის მქონე მხარეა. ვანის ნაქალაქარი, გელათი, ბაგრატი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ნავენახევის მღვიმე, ოკაცეს კანიონი, მისტიური ხვამლის მთა, კაცხის სვეტი საოცარ სამყაროში გამოგზაურებენ. მწვანეში ჩაფლული ბუნება, კანიონებით, ჩანჩქერებითა და უნიკალური მღვიმეებით ქმნის ნამდვილ იმერეთს. 

ამ მხარეში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ნახო გაბზარული ტბა, ბუნების ეს საოცრება ფოთლოვანი ტყით დაფარული ფერდობის გახსნილ ნაპრალში მდებარეობს. 

იმერეთის სრულიად შესაგძნობლად წყალტუბოსაც ეწვია, სადაც სტალინის ცნობილ მეექვსე აბაზანს ნახავ, ვინ იცის რამდენ საიდუმლოს ინახავს ეს კედლები. 

იმერეთში მთავარი სანახავი მაინც ხალხია, სტუმართმოყვარეები, ღიმილიანები, მხიარულები და საოცარი იუმორის მქონეები. 

სამზარეულო

იმერული სამზარეულო განსაკუთრებით გემრიელია. ცნობილია აქაური ხაჭაპური, რომელსაც იმერელი ბებოები სახელდახელოდ გამოგიცხობენ. კლიმატური პირობების გამო, ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მხარეა. იმერეთში გასინჯავ: ცილიკაურს, ციცქას, კრახუნას, ოცხანურ საფერეს, ადანასურსა და სხვას.

ბინები იმერეთში

საქართველო

თბილისი
თბილისი
თბილისი
თბილისი
თბილისი

ხშირად დასმული კითხვები

  • სად შეიძლება წავიდე გამაჯანსაღებელი ტურიზმისთვის?

    საქართველოში მრავალი სახის სამკურნალო და გამაჯანსაღებელი კურორტია. მათ შორის რამდენიმეს თბილისშიც ნახავ, რომლებიც ცნობილი სამკურნალო გოგირდოვანი წყლებით გახდა. თუ გამაჯანსაღებელი ტურიზმი და ქალაქიდან გასვლა ერთდროულად გსურს, ამაზეც ნუ ინერვიულებ, წყალტუბოში 100 წლიანი ისტორიის მქონე ბალნეოკურორტს შეგიძლია ეწვიო, რომელიც თავის დროზე სტალინისთვის აშენდა. არ დაგავიწყდეს ბორჯომისა და საირმის მონახულება, რომლებიც ცნობილია მინერალური წყლებით.  

  • მიყვარს სათავგადასავლო ტურიზმი, რით შეიძლება დავკავდე საქართველოში?

    საქართველო ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებსაც სასიამოვნოდ გააოცებს. თუ თხილამურებით სრიალი გიყვარს გუდაურს, ბაკურიანს ან მესტიას უნდა ესტუმრო. თუ  ჯომარდობა უფრო საშენოა, ტურები რიონზე, არაგვზე, თერგსა და ცხენისწყალზე ეწყობა. ნავით გასეირნებისთვის მარტვილის კანიონს ეწვიე.  ცხენზე ჯირითსა და სამთო ველოტურიზმს თუშეთში შეძლებ, ხოლო ბათუმი წყლის თხილამურებით სრიალის, პარაპლანისა და წყლის სკუტერებით გართობის საშუალებასა და დაუვიწყარი ემოციების შეგროვების საშუალებას მოგცემს.

  • საქართველოში სად ვნახავ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს?

    დღესდღეობით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის 3 ძეგლი შედის.  გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება, მცხეთის ისტორიული ძეგლები და ზემო სვანეთი, უშგულის დასახლება.

  • გასტრონომიული ტურიზმი

    საქართველო ღვინის სამშობლოდ არის აღიარებული, სადაც ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის, ქვევრი კი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. საქართველოში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღო კულინარიულ მასტერკლასებში და დააგემოვნო ნაციონალური კერძები. ყველაზე ცნობილა: ხინკალი, ხაჭაპური, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ელარჯი, ჩურჩხელა.

  • გართობა / ტექნო ტურიზმი

    თუ ელექტრონული მუსიკა საშენოა, თბილისი ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილებაა. აუცილებლად ესტუმრე კლუბებს ბასიანს, მტკვარზე და ხიდს. ზაფხულში ენდორფინების ზეიმი შავი ზღვის კურორტებზეა. ანაკლიაში საოცარი ემოციებით დაგმუხტავს Echowaves ფესტივალი. ბათუმი კი ზღვის სანაპიროზე განთავსებული კლუბებით შეძლებს შენს გაოცებას.