blog_detail_header

გაეცანით საინტერესო სტატიებსა და სიახლეებს უძრავი ქონების სფეროდან

30 მარ, 2026

რას ნიშნავს შავი, თეთრი და მწანე კარკასი უძრავი ქონების ბაზარზე

საქართველოს სწრაფადგანვითარებად სამშენებლო ბაზარზე, დეველოპერებისა და მათ მიერ შემოთავაზებული პროექტების მრავალფეროვნება არჩევანის გაკეთებას ძალიან ართულებს, როდესაც თითოეული მყიდველის სურვილი საუკეთესო ვარიანტის, საუკეთესო შეთავაზებით შეძენაა, ვინაიდან უძრავი ქონება დიდ სამომავლო ინვესტიციასთან ერთად, აწმყოში, საკმაოდ დიდ დანახარჯსაც ნიშნავს. 


იმის გათვალისწინებით, თუ რა არის თქვენთვის პრიორიტეტული - ქალაქის ხმაურისაგან შორს, გამწვანებულ გარემოში ცხოვრება, ქალაქის ცენტში, ცათამბჯენის ბოლო სართულებიდან ხედით ტკბობა, თუ ჩაკეტილი სამეზობლო პრინციპით შემოსაზღვრული, ფაქტობრივად, კერძო სახლის ტიპის დასახლებაში საკუთარი პატარა ეზოს ფლობა - შეგიძლიათ აირჩიოთ პროექტი და დეელოპერული კომპანია, თუმცა რასაც არ უნდა ისახავდეთ მიზნად, ერთი რამ, ნებისმიერ შემთხვევაში საერთოა: იცოდეთ რომელი კარკასის ტიპი რას გულისხმობს და შესაბამისად მიიღოთ გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში, ძალიან ხშირად დასმულ კითხვას გავცემთ პასუხს და დეტალურად გაგაცნობთ, თუ რას ნიშნავს შავი, თეთრი და მწვანე კარკასის მდგომარეობა. ამასთანავე, მიმოვიხილავთ მათ საშუალო ფასებს თბილისის სხვადასხვა უბნის მიხედვით, რაც ვფიქრობთ, წარმოგდენის უკეთ შექმნასა და სავარაუდო ბიუჯეტის განსაზღვრაში დაგეხმარებათ. 


შავი კარკასი


შავი კარკასი მშენებლობის საბაზისო ფაზაა, რომელიც მოიცავს შენობის ძირითად მზიდ კონსტრუქციას: რკინაბეტონის სვეტებს, იატაკის ფილებსა და კედლებს, თუმცა არა შიდა ტიხრებს. შავი კარკასის მდგომარეობით ჩაბარებული ბინა გულისხმობს, რომ ელექტროენეგია სახლის შესასვლელ კარამდეა მიყვანილი, შესაბამისად, უშუალოდ შიდა დაპროექტება როზეტებისა და გადამრთველებისთვის, ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს არც კედლებია ბათქაშით შელესილი და არც იატაკია მოჭიმული. 



მსგავსი პროექტის უპირატესობებია: 

- დაბალი ფასი თეთრ და მწვანე კარკასთან შედარებით;

- მოქნილობა მყიდველმა თავად დაგეგმოს შიდა არქიტექტურა და დიზაინი; 

- სწრაფი ჩაბარების შესაძლებლობა დეველოპერებისაგან. 


სუსტი მხარეები: 

- თერმული და ხმის იზოლაციის არქონა;

- შედარებით დიდი ფინანსების საჭიროება პროექტის სრულად დასასრულებლად. 


თეთრი კარკასი 


თეთრი კარკასი ნიშნავს, რომ შენობა ტექნიკურად დასრულებულია და მზადაა ინტერიერის შექმნის ეტაპზე გადასასვლელად. ეს ფაზა გულისხმობს, რომ ყველა საბაზისო საქმე უკვე შესრულებულია და უკვე შესაძლებელია ღებვის, იატაკის მოპირკეთებისა და ავეჯის ინსტალაციისათვის საჭირო სამუშაოების დაწყება. უფრო დაწვრილებით რომ აღვწეროთ, პროექტის თეთრი კარკასის მდგომარეობით ჩაბარების დროს, ამოყვანილია შიდა ტიხრები, შელესილია კედლები, მოჭიმულია იატაკი, გამზადებულია შესაბამისი წერტილები როზეტებისა და გადამრთველებისთვის და რაც მთავარია, სამზარეულოსა და აბაზანის სივრცეებში წყლის და კანალიზაციის მილებიც შეყვანილია. 



მსგავსი პროექტის უპირატესობებია:


- დროის დაზოგვა, ვინაიდან კოსმეტიკურ სამუშაოებამდე მიყვანილი საქმე უკვე გაკეთებულია; 

- მყიდველს მხოლოდ საბოლოო მასალების შეძენა სჭირდება (კაფელ-მეტლახი, იატაკის მოსაპირკეთებელი მასალა, საღებავი, - სამზარეულოს და სხვა); 

- ბალანსი პროექტის ღირებულებასა და მის ფაქტობრივად, დასრულებულ მდგომარეობას შორის. 


სუსტი მხარეები: 

- მიუხედავად შავ კარკასთან შედარებით მეტად დასრულებილი სახისა, პროექტის საბოლოოდ დასარულებლად საჭირო ხარჯები, საერთო ხარჯის 20-30%-ს უტოლდება; 

- დიზაინის კუთხით, მეტად შეზღუდული შესაძლებლობები, ვიდრე შავი კარკასის შემთხვევაში, რადგან ელექტროენერგიის წერტილები და ტიხრები წინასწარ არის განსაზღვრული. 


მწვანე კარკასი


მწვანე კარკასი სამშენებლო პროექტის ჩაბარების კუთხით, უმაღლეს დონედ ითვლება. როგორც წესი, იგი ნიშნავს, რომ შენობა სრულად დასრულებულია და ფაქტობრივად, ვიზუალური კუთხით მოწყობის შემდეგ, მზადაა საცხოვრებლად. მათ შორის, მწვანე კარკასი, უმეტესად, ითვალისწინებს გალესილ კედლებს, გათბობის მილებს, კერამოგრანიტის ფილებს აივნებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ტიხრების, როზეტებისა და გადამრთველების შეთანხმებას მყიდველთან და სხვა. 



მსგავსი პროექტის უპირატესობებია:

- კომფორტი და ენერგოეფექტურობა;

- რემონტის დასასრულებლად მინიმალური ხარჯის საჭიროება, იმის მიხედვით, თუ რა ღირებულების კომსეტიკური სამუშაოებისა და ავეჯის შეძენას გადაწყვეტთ. 


სუსტი მხარეები:


- მაღალი ფასი კვადრატულობის მიხედვით. 


რა ღირს უძრავი ქონება კარკასის ტიპის მიხედვით? 


კარკასის ტიპის მიხედვით, გარემონტებული სტუდიოს ტიპის ბინის ფასი, 1 მ² 3400 ლარიდან იწყება და ფართის ზრდასთან ერთად, მაგალითად, 3-საძინებლიანი ბინის შემთხვევაში, საშუალოდ, 4600 ლარამდე ადის. 


თეთრი კარკასის შემთხვევაში, სტუდიო 1 მ² 3200 ლარიდან იწყება და 3-საძინებლიანი - 4200 ლარსაც უტოლდება. 


რაც შეეხება შავ კარკასს, ამ შემთხვევაში, სტუდიო 1 მ² 2500 ლარიდანაც იპოვით და 3-საძინებლიანისთვის კი, ფასი 3600 ლარამდე გაიზრდება. 


როგორც წესი, მცირე ზომის ბინები საუკეთესოა სტუდენტებისთვის, მათთვის, ვინც ზრდასრულ ასაკს მიაღწია და საკუთარი ხარჯებით სურს ცალკე გადასვლა, ან თუნდაც, საინვესტიციოდ და გასაქირავებლად. რაც შეეხება უფრო დიდი ზომის ბინებს, მსგავსი პროექტები იდეალური ოჯახებისთვის ან, ხშირ შემთხვევაში საოფისედაც. 


როგორც ამბობენ, შემოდგომის მეორე ნახევარი და წინა საახალწლო პერიოდი, საუკეთესო დროა ბინის შესაძენად, ვინაიდან ამ დროს წლის საუკეთესო შეთავაზებებს შეხვდებით. სწორედ ამიტომ, თუ უძრავი ქონების შეძენას აპირებთ, არ დაგავიწყდეთ ეწვიოთ myhome.ge-ს უძრავი ქონების ანალიტიკის გვერდს, სადაც უბნებისა და კვადრატულობის მიხედვით, როგორც ბინის სრული ღირებულების, ასევე 1 მ²-ის ფასის გაგებასაც შეძლებთ (ლარში და დოლარში), რაც ვფიქრობთ, გააზრებული და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. 


დანარჩენის სანახავად კი მოვუწოდოთ, რომ ეწვიონ ჩვენი ანალიტიკის გვერდს, სადაც ნახავენ საძინებელების რაოდენობის და უბნების მიხედვით რა ღირს ბინები როგორც სრული ფასი, ისე მ2, ლარში და დოლარში.


გაიგე, რა განსხვავებაა შავ, თეთრ და მწვანე კარკასს შორის და რომელი ჯობია შენთვის. შეარჩიე ბინა მარტივად - კარკასის ტიპის მიხედვით Myhome-ზე.

SUPER VIPყველას ნახვა