
გაეცანით საინტერესო სტატიებსა და სიახლეებს უძრავი ქონების სფეროდან
საქართველოში დასვენება დიდი ხანია გასცდა სტანდარტულ ნომრებსა და საერთო საუზმეებს. დღეს ყველაზე მეტად პერსონალურ სივრცეს, თავისუფლებასა და იმ სიმშვიდეს ვაფასებთ, რომელსაც მხოლოდ საკუთარი აგარაკები და კოტეჯები მყუდრო სახლები გვაძლევს. სასტუმროს ხმაურიანი დერეფნების ნაცვლად, ჩიტების ხმაური, კარგი ჰაერი და ბუნება გვხვდება.
თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, სასტუმრო აირჩიოთ თუ კერძო სახლი - რამდენიმე პრაქტიკულ მიზეზს შევეხოთ. მთავარი უპირატესობა, რა თქმა უნდა, პირადი სივრცის შეგრძნებაა. კოტეჯში თავად ხართ მასპინძელი: შეგიძლიათ მუსიკას ხმამაღლა მოუსმინოთ მეგობრებთან ერთად, ან პირიქით, აბსოლუტურ სიჩუმეში წაიკითხოთ წიგნი.
გარდა ამისა, აგარაკები ხშირად ბევრად უფრო ბიუჯეტური გამოდის, განსაკუთრებით მაშინ, თუ მეგობრების დიდ ჯგუფთან ერთად ისვენებთ. დიდი სახლის ქირაობა რამდენიმე სასტუმროს ნომერზე ბევრად მომგებიანია. ამას ემატება საკუთარი სამზარეულო, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოამზადო ის, რაც გსურთ, და ეზო, რომელიც მთლიანად თქვენს განკარგულებაშია. კოტეჯის ქირაობის შემთხვევაში, ბუნებასთან უშუალო შეხება გაქვთ და ვერცერთი მრავალსართულიანი შენობა ამ გამოცდილებას ვერ შეცვლის.
საქართველო იმითაა უნიკალური, რომ რამდენიმე საათში შეგიძლიათ თოვლიანი მწვერვალებიდან ზღვის სანაპიროზე აღმოჩნდეთ. თითოეულ რეგიონს თავისი ხიბლი და სპეციფიკური კოტეჯები აქვს.
ბაკურიანი დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ სათხილამურო კურორტი. აქ დასვენება წელიწადის ნებისმიერ დროს სასიამოვნოა. კოტეჯი ბაკურიანში იდეალური გამოსავალია, როცა გინდათ ტყესთან ახლოს, თანამედროვე კომფორტში იცხოვროთ. ზამთარში ეს არის დათოვლილი ზღაპარი ბუხრით, ზაფხულში კი - გრილი ჰაერი და ულამაზესი ხედები. Myhome-ზე ნახავთ ვარიანტებს, რომლებიც გათვლილია როგორც წყვილებისთვის, ისე დიდი ოჯახებისთვის, სადაც ბავშვებისთვის უსაფრთხო სათამაშო სივრცეებიცაა მოწყობილი.
თუ მთასთან ერთად სამკურნალო ჰაერსაც ეძებთ, კოტეჯი ბორჯომში ან ცემში იდეალური გამოსავალია. ხის კოტეჯები ბორჯომში განსაკუთრებით პოპულარულია თავისი ეკოლოგიურობითა და სიმყუდროვით.
მათთვის კი, ვისაც წყალთან ახლოს ყოფნა იზიდავს, არჩევანი მრავალფეროვანია:
არ დაგვავიწყდეს ზამთრის ექსტრემის მოყვარულებიც, ვისთვისაც ქირავდება კოტეჯი გუდაურში, სადაც ტრასებთან სიახლოვე და მეგობრებთან ერთად გატარებული მხიარული საღამოები დასვენების განუყოფელი ნაწილია. ხოლო მათთვის, ვისაც ქალაქიდან გასვლა შორს არ უნდა, კოტეჯები კოჯორში საუკეთესო გამოსავალია - 20 წუთი და უკვე სულ სხვა გარემოში ხარ.
არჩევანის სიმრავლემ შესაძლოა დაგაბნიოთ, ამიტომ საჭიროა სწორი პლატფორმა, მოწესრიგებული ინფორმაციით. Myhome სწორედ ის ადგილია, სადაც აგარაკები და კოტეჯებია თავმოყრილი. აქ ძიება მარტივი და უსაფრთხოა, რადგან შეგიძლია:
დასვენება არ უნდა იყოს რთული პროცესი. მთავარია, იპოვოთ ის ადგილი, რომელიც თქვენს განწყობასა და ბიუჯეტს ყველაზე მეტად შეესაბამება.
თუ უკვე გადაწყვიტეთ, რომ დროა ქალაქის ხმაურს გაექცეთ, დაიწყეთ ძებნა ახლავე. საუკეთესო აგარაკები დღიურად სწრაფად იჯავშნება, განსაკუთრებით სეზონზე. ხოლო თუ თოვლიანი მთები გიზიდავთ, იდეალური კოტეჯი ბაკურიანში Myhome-ზე სულ რამდენიმე წამში გელოდებათ.
არ გადადოთ დასვენება ხვალისთვის - საქართველო სავსეა ულამაზესი კუთხეებით, რომლებიც აღმოჩენას ელოდება.